ძენწმანის საჯარო სკოლასთან არსებულ კორომხეთის დაწყებით სკოლას წელს ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს
26-10-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლასთან არსებულ სოფელ კორომხეთის დაწყებით სკოლას წელს ერთადერთი, თუმცა გამორჩეულად ნიჭიერი პირველკლასელი ჰყავს.
პატარა მოსწავლის პედაგოგი გულნაზ ფარტენაძე მისთვის ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს, რათა პირველკლასელმა თავი მარტო არ იგრძნოს.
„კორომხეთის დაწყებითი სკოლის, ერთადერთი მოსწავლე.. პირველი ნაბიჯები დიდ სამყაროში. ჩვენს პატარა ფერიას წინ მრავალი საოცარი მომენტი ელოდება. მასწავლებელი გულნაზ ფარტენაძე ყველაფერს აკეთებს, მარტო ყოფნა, რომ არ იგრძნოს, ჩვენმა პირველკლასელმა: ასწავლის, ეთამაშება, ერთად მღერიან და ცეკვავენ. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლე-მასწავლებელს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს