ამერიკულ საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესში“ გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
25-10-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესში“, VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის, გენდერული თანასწორობისა და არსებული სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.
შეხვედრა სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში ჩატარდა.
„ჩვენს სკოლაში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვორქშოპი ჩატარდა თემაზე „გაანათლე, დააწინაურე, გააძლიერე - თანასწორობა გოგოებისთვის და ბიჭებისთვის“, რომელიც ეძღვნებოდა უთანასწორობისა და გენდერული დისკრიმინაციის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სტერეოტიპების და მისგან გამოწვეული გენდერული დისკრიმინაციის შედეგების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა გერმანელი მოწვეული სტუმრის მიერ, სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში ჩატარდა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს