წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა თამბაქოს საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო
25-10-2021

თამბაქოს საწინააღმდეგო კვირეულში აქტიურად ჩაერთო ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასი (კლასის ხელ- ლი: ინგა არაბიძე.) ქართული  ენისა და ლიტერატურის (მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე).

გაკვეთილზე მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ იმსჯელეს და მათ მიერ მოფიქრებული სლოგანებითა და ნახატებით სკოლის ფოიეში სტენდი მოაწყვეს.  

სკოლის მე-7 კლასში (ხელ-ლი მაკა ჟორჟოლიანი) ჩატარდა კლასის საათი თემაზე- „მოწევა კლავს!“. მოსწავლეებმა იმსჯელეს თამბაქოს მავნებლობის შესახებ, თუ როგორ ვნებს ის მწეველს და მის გარშემო მყოფ პირებს. შემდეგ კი მათ მიერ მოფიქრებული სლოგანებითა და ნახატებით სკოლის ფოიეში სპეციალურად ამ კვირეულისათვის მოწყობილი სტენდი შეავსეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203