თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყეს
25-10-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

დამრიგებელმა ვერიკო სარიბეკიანმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები აქტივობებში ხალსითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და ნიჭი წარმოაჩინეს. 

„I კლასის მოსწავლეები ეზიარნენ ანბანის ზღაპრულ სამყაროს. ამოიკითხეს ფრაზა „აი ია“. ეს ის ოქროს გასაღებია, რომელიც ასწავლის და ამზადებს მათ ცხოვრებისათვის. ვუსურვებთ პატარებს წარმატებებს!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203