ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
25-10-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში პროექტი - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ ჩატარდა.
მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს.
მოსწავლეთა პედაგოგი ფატიმა ჟორჟოლიანი გახლავთ. დირექტორი კი ფატი თევდორაძე.