დუისის საჯარო სკოლაში კომპიუტერებით, წიგნებითა და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნა
25-10-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნა.
აღნიშნული სივრცე „საქართველოს ბანკმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით გახსნა.
ეს სივრცე როგორც ფორმალური, ისე არაფორმარული განათლების ხელშეწყობის მიზნით გაიხსნა.
„ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ რესურსებს და ისეთ აქტივობებს როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ხელშეწყობა წარმოადგენს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს