სხალთისა და ძმაგულის საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
25-10-2021
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთისა და ძმაგულის საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო არსებული რეგულაციების მონიტორინგის მიზნით, რესურსცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლებში არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ. 

„21 ოქტომბერს, ხულოს რესურსცენტრის თანამშრომლები covid-19 რეგულაციების დაცვის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულისა და აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლებში.
აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203