ხოჯორნის საჯარო სკოლაში შემოდგომას თემატური გაკვეთილი მიეძღვნა
25-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, ლალი მარგიანმა შემოდგომის შემობრძანებას თემატური გაკვეთილი მიუძღვნეს.

საგაკვეთილო თემას რთველი წარმოადგენდა.

მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით თავად მოამზადეს თათარა და საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.

ამ საინტერესო და შემეცნებითმა აქტივობამ მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია.

„თმაჭაღარა ბებიამ არა, მაგრამ ჩემმა თვალმერცხალა გოგო-ბიჭებმა გაკვეთილზე აათუხთუხეს თათარა და ჩურჩხელებიც ამოავლეს. გაკვეთილის თემად ჰქონდათ რთველი, უსმინეს თემატურ მუსიკას და გაკვთილის პროცესში ამოავლეს ჩურჩხელები“, - წერს მასწავლებელი ლალი მარგიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203