ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება
25-10-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საპიროტე რეჟიმში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დანერგვა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 120 განაცხადიდან 11 სკოლა შეირჩა და მათ შორის ხაშურის N7 საჯარო სკოლა მოხვდა. შერჩეული სკოლების პედაგოგები GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისად გადაემზადებიან.

„მოგეხსენებათ რომ, 2019-20 სასწავლო წლიდან საქართველოში საპილოტე რეჟიმში, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დანერგვა ხორციელდება. პროგრამის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს. 2020-2021 სასწავლო წელს, მიღებული 120 განაცხადიდან, 11 სკოლა შეირჩა, რომლის ხელმძღვანელი მასწავლებლებიც, გადამზადდებიან GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203