ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ელექტრონულ წიგნებს გაეცნენ
25-10-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები დირექტორ მაია ჩაჩხიანთან ერთად ck-12 საგანმანათლებლო პლატფორმის ელექტრონულ წიგნებს მათემატიკაში დიდი ინტერესით გაეცნენ.

სკოლის დირექტორმა მაია ჩაჩხიანმა ამ მეტად საინტერესო აქტივობის შესახებ წერილი გაავრცელა.

„მოსწავლეებს ერთი საოცარი და იდუმალი თვისება აქვთ.. ჩვენთვის ჯერ არ აღმოჩენილ უნარებს საგულდაგულოდ ინახავენ და ერთი „წკაპი“ აქტივობა და უკვე დაინახავ მათ საოცარ შესაძლებლობებს და სურვილებს! ეს „წკაპი“ ერთი ჯადოსნური სიტყვაა - „იმასწავლებლე“ და წამზომი ჩაირთო! ეს მოსწავლეები ჩემი მეცხრე კლასელები არიან! ინტერესით გავეცანით ck-12 საგანმანათლებლო პლატფორმის ელექტრონულ წიგნებს მათემატიკაში და გვსურს მათთან მუშაობის უნარები სხვა კლასის მოსწავლეებსაც განუვითაროდ. ჩვენ ვიქნებით მათი „მასწავლებელი“! ისინი შემდეგ სხვებს „ასწავლიან“ სხვები სხვებს და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“, - წერს დირექტორი მაია ჩაჩხიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203