თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელებს თემაზე - „ჩემი სამშობლო“ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-10-2021
თბილისის N208 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგ ნონა სეფიაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

პირველკლასელებმა საგაკვეთილო თემაზე - „ჩემი სამშობლო“ წინასწარ მომზადებული თვალსაჩინოებებით საქართველოს სხვადასხვა კუთხე გაიცნეს და სხვადასხვა საინტერესო თუ მხიარული აქტივობები შეასრულეს.

სკოლის დირექცია პედაგოგს, ნონა სეფიაშვილს და მის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილისთვის მადლობას უხდის და აღნიშნულთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

„I კლასის გაკვეთილის თემა - „ჩემი სამშობლო“; დამხმარე თემატიკა: ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ. მიზანი: მოსწავლეებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივება; საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლოების დანიშნულების გაცნობა. მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული თავლსაჩინოებების გამოყენებით, გაიცნეს საქართველოს რუკა და მისი კუთხეები; ერთმანეთს გაუზიარეს შესწავლილი ლექსები, რომლებიც საქართველოს და მშობლიურ კუთხეეებს მიუძღვნეს; შეასრულეს ქართული ჰიმნი; ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები“, - აღნიშნულია დირექციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203