ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ხვიჩიამ მარტვილის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის მაღალქულიანთა რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა
25-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე საბა ხვიჩიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა.
საბამ მარტვილის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარტვილელი მოსწავლე „ეტალონისა“ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს