ინჩხურის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მარტვილის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგშია
25-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ წოწორიამ და ალექსი ჩქოფოიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მეათეკლასელი მარიამ წოწორია და მეცხრეკლასელი ალექსი ჩქოფოია მარტვილის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

მარიამ წოწორია რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, ალექსი ჩქოფოია კი მე-5 ადგილზე გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარტვილელი მოსწავლე „ეტალონისა“ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203