შემოქმედის საჯარო სკოლაში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მუშაობა დაიწყო
25-10-2021
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ დაიწყო მუშაობა. 

სკოლაში შექმნილ კლუბში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით გაერთიანდნენ. ჩატარდა პირველი სესიაც, რომელმაც მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია. ფასილიტატორები ნინო დუმბაძე და მაია ცინცაძე არიან.

„აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიამ“. შეიქმნა კლუბი. კლუბში გაერთიანდნენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები. კლუბში მაღალი იყო მოსწავლეთა აქტივობა. ჩავატარეთ პირველი ბლოგის პირველი სესია. შეხვედრა ორგანიზებულად და საინტერესოდ წარიმართა. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს, ქ-ნ ნინო სადრაძეს, მხარდაჭერისათვის, მონაწილეობისა  და საჭირო ნივთების  უზრუნველყოფისთვის. წინ კიდევ მრავალი სესია გველოდება. გმადლობთ, ბავშვებო! ფასილიტატორები - ნინო დუმბაძე, მაია ცინცაძე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203