დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების მიმართ მადლიერებას ხშირად გამოხატავენ.
ამჯერად, მასწავლებლებს სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა პროფესიული დღე მიულოცეს. მათ მთელი სკოლა ბუშტებითა და ბარათებით მორთეს.
ასევე, თითოეულ პედაგოგს ყვავილები და გულის ფორმის ბუშტი მიართვეს.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელ ჟანა რაზმაძეს.
„XII კლასი ულოცავს პედაგოგებს პროფესიულ დღეს!!
მადლობა ბავშვებს და დამრიგებელს ჟანა რაზმაძეს ამ ლამაზი დღისთვის“,- წერს სკოლა.
იხილეთ ვიდეო: