მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25-10-2021
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სკოლის თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეები და მშობლებიც ესწრებოდნენ.

„მაღლაკის N1 საჯაროს სკოლის თანამშრომლებთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიურ მდგომარეობაზე, კორონავირუსსა და ვაქციანციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ ალხანიშვილმა, საქართველოს გაეროს ასოციაციის ტრენერმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, არჩილ მარშანიამ, საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორმა დასავლეთ საქართველოში ილია ნაცვალაძემ, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა ირაკლი ირემაძემ, წყალტუბოს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ექიმმა მარინა ტყეშელაშვილმა, წყალტუბოს რაიონული სავადმყოფოს ევექსის კლინიკის ოჯახის ექიმმა, მაია მაღლაფერიძემ და წყალტუბოს ევექსის კლინიკის ქირურგიის ექთანმა ვაქცინატორმა ვარდო ქათამაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203