საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეზოში ირმა სოხაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
25-10-2021
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ მომღერალ ირმა სოხაძეს უმასპინძლა. სკოლის ეზოში მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

მოსწავლეებმა საყვარელი მომღერლისთვის სიმღერები შეასრულეს და სცენაზე მასთან ერთად დადგნენ.

სკოლა მადლობას უხდის მუსიკის პედაგოგ მარიამ ფოჩხიძეს.

„ჩვენი საოცარი მოსწავლეები და მონატრებული ქართული სიმღერა. დიდი მადლობა, ჩვენი სკოლის მუსიკის პედაგოგს მარიამ ფოჩხიძეს. სცენაზე ირმა სოხაძესთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203