ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში კოვიდრეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
25-10-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში 4 ოქტომბერს რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.
სკოლის დირექციის განცხადებით სწავლის დაწყებამდე სკოლას სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.
„ზედა ბზვანის საჯარო სკოლამ 4 ოქტომბერს ყოველგვარი რეგულაციების დაცვით სწავლა სასკოლო სივრცეში განაახლა. სწავლის დაწყებამდე სკოლას ჩაუტარდა დეზინფექცია, მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ატარებს პირბადეს და ითვალისწინებს მოწოდებულ რეკომენდაციებს“, - წერია დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს