ჩხორიის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - გიორგი სოსელიას და შუშანიკ ზუმაძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
25-10-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - გიორგი სოსელიას და შუშანიკ ზუმაძეს წარჩინებული სწავლისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექციამ ეს დიდი წარმატება გულითადად მიულოცა.
„ჩვენო წარმატებულო კურსდამთავრებულებო (გიორგი სოსელია და შუშანიკ ზუმაძე) კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს. კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ თქვენი მშობლიური სკოლა. წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური ცხოვრების გზაზე. გვიყვარხართ და გვეამაყებით“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს