დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლეებს ფრანგმა სტუმარმა გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
25-10-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლამ ფრანგ სტუმარს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი უფრსოსკლასელებისთვის ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება იყო.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სკოლა რეგულარულად გაუწევს ორგანიზებას მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან შეხვედრებს.

„კაზრეთის N1 საჯარო სკოლას ფრანგი სტუმარი ეწვია. შეხვედრის მიზანი უფროსკლასელებისათვის ინგლისური ენის პრაქტიკა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. კაზრეთის N1 საჯარო სკოლა რეგულარულად დააორგანიზებს მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის პრაქტიკაში, გავაცნოთ ახალი ადამიანები და მათი სასკოლო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203