„ცხოვრების ახალ ეტაპზე, წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“-ქუთაისის N40 სკოლის დირექციის მილოცვა კურსდამთავრებულებს
25-10-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ.

სკოლის დირექტორი ია ჩინჩალაძე და დირექცია კურსდამთავრებულებს ულოცავენ სტუდენტობას და მისალოც წერილს ავრცელებენ:

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - წერია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203