„სერტიფიკატები ჰონგ-კონგიდან!“-ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-10-2021
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო თასი ონლაინ ფორმტატით ჰონგკონგში გაიმართა და აღნიშნულ ღონისძიებაზე სკოლის ორი გუნდი წარსდგა.

„სერტიფიკატები ჰონგ-კონგიდან! ჩვენი სკოლის ორი გუნდი წარმატებით გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო თასზე - Global Youth Science and Technology Bowl 2021, რომელიც ონლაინ გაიმართა ჰონგ-კონგში. სერტიფიკატებით დაჯილდოვნდნენ: ანა ანდღულაძე, გიორგი გოგიშვილი,მარიამ ანასაშვილი,მარიამ ოკუჯავა და სანდრო ფილაური. GAHS -ის მოსწავლეები, ამჟამად ტუნისისა და დუბაის საერთაშორისო კონფერენციებისთვის ემზადებიან, რომლებიც ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება. წარმატებები მათ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203