კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები - ხატია ჩიბურდანიძე და თეიმურაზ გოგიაშვილი საერთაშორისო კონკურსის ფინალში არიან
25-10-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები - ხატია ჩიბურდანიძე და თეიმურაზ გოგიაშვილი  საერთაშორისო კონკურსის ფინალში მოხვდნენ.

მოსწავლეებმა პროექტის შესახებ ქიმიის პედაგოგ ქეთევან ედიბერიძისგან გაიგეს.

კონკურსი ინოვაციებისა და მეცნიერებების შესახებაა, რაც ფინალისტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

„ანაბასისის“ მოსწავლეები - ხატია ჩიბურდანიძე და თეიმურაზ გოგიაშვილი საერთაშორისო კონკურსის ფინალში არიან! ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს მორიგ გამარჯვებას თავიანთ პედაგოგ ქეთევან ედიბერიძესთან ერთად და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - წერია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203