თბილისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს
25-10-2021
თბილისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის შემობრძანება იზეიმეს.

პატარა მოსწავლეებს დამრიგებელმა, თეონა ყელიხაშვილმა დაუვიწყარი საგაკვეთილო პროცესი მოუწყო.

პირველკლასელებმა პედაგოგთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს; საკლასო ოთახში საშემოდგომო თემატიკით ულამაზესი კუთხე იყო მოწყობილი, სადაც  ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„I კლასში, 22 ოქტომბერს, შემოდგომის შემობრძანება იზეიმეს პატარებმა! ხილით, ლხენით, ზეიმით შემოდგომა მოვიდა - შემოდგომავ, გვითხარი, მობრძანდები შორიდან?“, - წერს პედაგოგი თეონა ყელიხაშვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203