ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
25-10-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა.
გამარჯვებული Vბ კლასი გახდა და მათმა დამრიგებელმა მოსწავლეებს ემოციური მისალოცი წერილი მიუძღვნა:
„ღირსეულთა ღირსეული გამარჯვება. ფინალური შერკინება ფეხბურთში Vგ (კლასის ხელმძღვანელი: ვახტანგ შარადენიძე) და Vბ (კლასის ხელმძღვანელი: ვალიდა კვირიკაშვილი) კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. ფორიაქით, ემოციებითა და გამარჯვების მოლოდინით დატვირთული ლამაზი დღე და ღირსეულთა ღირსეული დამსახურებული გამარჯვება. Vგ კლასის უნარიანმა და მოტივირებულმა ფეხბურთელებმა ტოლი არ დაუდეს Vბ კლასის მორკინალთ. საბოლოო ანგარიში 2:3 Vბ კლასის შევარდენთა გამარჯვება და ზღვა სიხარული. მადლიერი გულშემატკივარი, ოვაციები.. უზომოდ ბედნიერი დამრიგებელი. რწმენა: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“.. წინ“, - წერს დამრიგებელი ვალიდა კვირიკაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს