ქსნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან
25-10-2021
4 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დასწრებით რეჟიმში განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან სასწავლო რესურსს სთავაზობენ, რათა ბავშვებმა გულმოდგინედ ისწავლონ.
ამჯერადაც, სკოლაში მისულ პატარა მოსწავლეებს საკლასო ოთახი ლამაზად მორთული დახვდათ.
პირველკლასელებს მერხებზე ასევე, დახვდათ სასწავლო წიგნები.
სკოლის დირექცია ულოცავს პატარა მოსწავლეებს სწავლის დაწყებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს