„ქედს ვიხრით თქვენი დამსახურების წინაშე“- სამტრედიის N6 სკოლის დირექცია პედაგოგ ზოია ჯინჭარაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს
22-10-2021
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ზოია ჯინჭარაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
ღვაწლმოსილ პედაგოგს, რომელმაც არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და მუდამ მოსწავლეების ცოდნის სადარაჯოზე დგას სკოლის დირექცია დაბადების დღეს ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს.
„სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მემატიანეს, ღირსეულ პედაგოგს, ერთგულ მეგობარს, საუკეთესო მრჩეველს, ქალბატონ ზოია ჯინჭარაძეს ვულოცავთ 80 წლის იუბილეს. ზოია მასწავლებელო, ქედს ვიხრით თქვენი დამსახურების წინაშე. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ამ ღირსეულ თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ჩვენს წინამძღვრად“, - წერია სკოლის დირექციის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს