„მდუმარების ხმაური“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეთა გულწრფელი ემოციებითა და გრძნობებით გაჯერებული დოკუმენტური ფილმი
22-10-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით დოკუმენტური ფილმი „მდუმარების ხმაური“ შექმნეს.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ემოციური და ისტორიული კადრები შექმნეს.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო პანიკამ მოიცვა, როცა დედამიწა გაჩერდა, როცა სამყაროში მდუმარება გამეფდა, COVID-19-ით შექმნილი სრულიად ახალი რეალობა, მოულოდნელი გამოწვევა მე-2 კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ინგა მეტონიძე) შესაძლებლობად აქციეს და შექმნეს ისტორიული ფურცელი. გულწრფელი ემოციებითა და გრძნობებით გაჯერებული, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული დოკუმენტური ფილმი „მდუმარების ხმაური“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203