ბათუმის ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დასრულდა
22-10-2021
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დასრულდა.

„სკოლა „პროგრესს“ ამიერიდან მოსწავლეთა თვითმმართველობა ჰყავს! სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პროცესი ჩატარდა საარჩევნო პრინციპების დაცვით, ჰიბრიდულ რეჟიმში - ნაწილი ფიზიკურ გარემოში, ნაწილი კი ონლაინ ფორმატში. არჩეულ კანდიდატებს ექნებათ სხვადასხვა უფლება-მოვალეობები, მათ შორის თვითმმართველობას ექნება ბიუჯეტი, რის განკარგვასაც თვითმმართველობა გადაწყვეტს. მომავალ კვირაში არჩეული იქნება თვითმმართველობის პრეზიდენტი. თითოეული კლასიდან ორ-ორი კანდიდატი შეირჩა“,- წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203