„ეტალონმა“ ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
22-10-2021
ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ელენე მოწონელიძეს, ელენე ახვლედიანს, ელენა ბეშკენაძეს, სალომე ბოჭორიშვილს, მარიამ ჩიხრაძეს, ოლიკო კუპრაშვილს, ქეთევან კუპრაშვილს, ნინო გურგენიძეს, ნია ცნობილაძეს, ლუკა ტაბატაძეს, ლაზარე კუბლაშვილს, მარიამ ჩაფიძესა და მარიამ გორგიაშვილს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203