აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ
22-10-2021
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები 11 და 13 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმში სტუმრობისას მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ ნივთებს გაეცნენ და ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარდათ.
„მოსწავლეებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ უმასპინძლა. 11 ოქტომბერს მოსწავლეები მუზეუმში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მემორიალურ ნივთებს, ბიბლიოთეკას, დოკუმენტურ და ფოტომასალას გაეცნენ, 13 ოქტომბერს კი - მათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარდათ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს