ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ონლაინ სიგელები გადაეცათ
22-10-2021

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ალექსანდრე ფოფხაძეს, ვასილი დოღონაძეს, ალექსანდრე გელაძეს, ანანო ოდიკაძეს, ლიზი კოროშინაძეს, ნიკოლოზ ცქიფურიშვილს, მარიამ ოდიკაძეს, გვანცა ფანცხავას, თამარ აბესაძეს, აკაკი აბესაძეს და გიორგი აბესაძეს  სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203