„ჩვენი სკოლა“ - ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები გამოფინეს
22-10-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასის მოსწავლეებმა სკოლა დახატეს და ექსპრომტად გამოფენაც მოაწყვეს. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე ავრცელებს. 
 
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და საყვარელი სკოლაც სიყვარულით დახატეს.

„მე-2 კლასელებს ვთხოვეთ ჩვენი სკოლა დაეხატათ. მათ ფანტაზიას და სიყვარულს სკოლისადმი საზღვარი არ აქვს. ბოლოს ექსპრომტად გამოფენაც მოვაწყვეთ. ბედნიერებაა თქვენთან ყოფნა, ჩემო პატარებო“,- წერს სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203