„კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია მშობლების დარწმუნება, რომ აცრა აუცილებელია“- რეზო ვადაჭკორია, ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი
22-10-2021
რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რეზო ვადაჭკორია გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- განსაკუთრებული მიდგომა სწავლა-სწავლებისადმი, კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე

- მოსწავლეს სურს. . . 

- სწავლა გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 

- მშობლების დარწმუნება, რომ აცრა აუცილებელია და ასე შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 

- უფლებებზე მეტად მოვალეობების შესრულებას

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- მოგონებად დარჩეს დღევანდელი ეპიდსიტუაცია და მხოლოდ მინდობილ საქმეზე იფიქრონ 

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 

- ნორმალური სასწავლო გარემო, რადგან ალტერნატიულ ფართში შევიწროვებული არიან

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- ავტოსაქმის სწავლებას შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგის მიერ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203