მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
22-10-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ნიკა გოგიჩაძეს, ნარგიზი ბოჭორიშვილს, თეონა ბოჭორიშვილს, მარიამ სახელაშვილს, მარიამ ბოჭორიშვილს, ქეთევან გაბიტაშვილს, გიორგი ყვავაძეს, ანი აბესაძესა და დავით აბესაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203