მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ
22-10-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - თიკო ბოჭორიშვილს, ლევანი ქურციკიძეს და ნინი ბუცხრიკიძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ტყიბულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203