„პასუხისმგებლობა ნიშნავს დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებას“-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე
22-10-2021
მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა...

- პანდემიის დროს სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვა ძალზედ საპასუხისმგებლო მისიაა დირექტორის მხრიდან. სკოლაში იგრძნობა მზადყოფნა ყოველგვარი რეგულაციების დასაცავად. მოსწავლეთათვის და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

- მოსწავლეს სურს. . .

- მოსწავლეს სურს, რომ საკლასო გარემოში სასწავლო გარემოში ჩართულობა. კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა. თავისუფალი დროის სახლში კი არა, თანატოლებთან გატარება.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- კოვიდ-სიტუაციაში სასკოლო გარემოში სასწავლო პროცესის მართვა როგორც ზემოთ აღვნიშნე ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო. მუდამ  შიში იმისა, რომ შეიძლება ვინმე იყოს ინფიცირებული და ეს სხვებისთვის სავალალო გახდეს. დისტანციური სწავლების დროს კი მასწავლებლების მუშაობა იმ მოსწავლეებთან, ვისაც არა აქვს კომპიუტერული მოწყობილობა, ინტერნეტი.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- დაკისრებული მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულება. ეროვნული სასწავლო გეგმის რეალობაში მაღალ დონეზე გატარება. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ მალე დასრულდეს პანდემია. ამოისუნთქოს  ფსიქოლოგიურად და ემოციურად გატეხილმა ხალხმა.   ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება და ჩვენი მისიის შესრულება და არ ვიფიქროთ იმ საშიშროებებზე, რაც პანდემიის დროს არსებობს.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- მუდმივად აიმაღლოს კვალიფიკაცია. გაიზარდოს ხელფასები და გამარტივდეს მასწავლებელთა პროფესიული სქემა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ასტრონომიას, ხაზვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203