მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
22-10-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ალექსანდრე ბენიძეს, ზურიკო გრიგალავას, დათო ბერიას, მარი კვანტალიანს, საბა ფაციას, ნინო გრიგალავას, ნინი ჯანაშიას, ეკა ბენიძეს, ლუკა ჩაკვეტაძეს, ლუკა ბენიძეს, ზურა გრიგალავას, გვანცა თოფურიას, სალომე ბეჭვაიას, ანანო ჯღამაიას, მარიამი კვანტალიანს, ნინო წოწორიას, ილია ჯღარკავას, გიორგი ალასამიას, ზალიკო ჯღამაიასა და მარი თოფურიას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს