სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
22-10-2021
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - მარიამ ნაჭყებიას, გიორგი ბასილაიას, ნიკა ნანავას, ანი ბასილაიას, ლიკა ნანავას, ნიკა ცაავას, მარიამ ქორაიას, მარიამ ცაავასა და მარი ბასილაიას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203