ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა ამოქმედდა
22-10-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მხარდაჭერის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის - „ჩხირკედელა“ ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა ამოქმედდა.
პროექტის ხელმძღვანელი ფიზიკის პედაგოგი ხათუნა გოგალაძე გახლავთ.