ძევრის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ბრიტანელი მასწავლებელი - შონ ბელლი იმუშავებს
22-10-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლას ამიერიდან ინგლისურის ბრიტანელი მასწავლებელი - შონ ბელლი ეყოლება.
მასწავლებელს სკოლის მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ. მის დასახვედრად საქართველოს, ამერიკის, ევროკავშირისა და იტალიის დროშები გაშალეს.
სკოლაში მოხარული არიან ბრიტანელი მასწავლებლის ჩამოსვლით და ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან.
„ამასობაში დიდი ბრიტანეთიდან ინგლისურის მასწავლებელი სერ შონ ბელლი ჩამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორ ორგანიზაცია TLG-ს, რომელმაც სწორად შეაფასა ძევრის პატარა სკოლის დიდი შესაძლებლობები. ახალი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრება ძევრის სკოლის მოსწავლეებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს