ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბენდელიანი პირველკლასელებს სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს 
22-10-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში რეგულაციების სრული დაცვით 4 ოქტომბერს განახლდა.

სასწავლო  წლის განახლება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მინდია გველებიანმა და პედაგოგებმა მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ და დირექტორმა კუთვნილი ბუკები და წიგნები გადასცათ.

პირველმა დამირგებელმა, ნათია ბენდელიანმა პატარა აღსაზრდელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო და სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი თემაზე - „პირველი გაკვეთილი - პირველ კლასში“ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ აქტივობაში პირველკლასელების მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სიგელებიც გადაეცათ; პატარა მოსწავლეები განსაკუთრებით საზეიმოდ მოწყობილმა საკლასო ოთახმა გაახარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203