თუ მასწავლებელი, მშობელიცაა ან ორ სკოლაში ასწავლის, როგორ უნდა იმუშაოს ელექტრონულ ჟურნალში? - ინსტრუქცია
07-11-2021

ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დამკვიდრდა. მიუხედავად ხარვეზებისა, მასწავლებლები სიახლეს შეეგუვნენ და მოსწავლეთა შეფასებებისა და აღრიცხვის თანამედროვე საშუალებას დაეუფლნენ. თუმცა არსებობს კითხვებიც, მაგალითად როგორ უნდა იმუშაოს პედაგოგმა ელექტრონულ ჟურნალში თუ ორ სკოლაში ასწავლის? ან თუ მისი სტატუსი მასწავლებელთან ერთად ერთად მშობელიცაა?

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ასწავლის რამდენიმე სკოლაში, თითოეული სკოლის მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობა აქვს როლის ცვლილების ღილაკით, სადაც სკოლისა და როლის შერჩევით შეძლებს კონკრეტულ სკოლაზე წვდომას.

ელექტრონულ ჟურნალში როლის შესაცვლელად უნდა დააჭიროთ ზემოთა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს და აირჩიოთ ,,როლის შეცვლა“ შემდეგ ჩამოშალეთ ღილაკი ,,როლი“ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი. გამოგიჩნდებათ ყველა ის როლი რომელიც გაქვთ. ეს იქნება სკოლაში თქვენი სტატუსი (დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი, დირექტორი, პერსონალი) მშობელი, სხვა სკოლის მასწავლებელი თუ ა.შ. როლის არჩევის შემდეგ აჭერთ ღილაკი ,,არჩევა“.

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203