ქუთაისის N23 სკოლაში, საკვების საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
21-10-2021
ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში, საკვების საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასში საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

გეოგრაფიის მასწავლებელი მანანა ბურჯალიანი მოსწავლეებს მსოფლიო შიმშილის დაძლევის შესახებ ესაუბრა. ხელოვნების პედაგოგმა ლიანა კორძაძემ და მისმა მოსწავლეებმა კი ამ დღესთან დაკავშირებული ნახატები წარადგინეს.

„17 ოქტომბერი საკვების საერთაშოროსო დღეა. 18 ოქტომბერს მე-10 კლასში მინი ლექცია ჩაატარა გეოგრაფიის მასწავლებელმა მანანა ბურჯალიანმა თემაზე: „როგორ ზრუნავს მსოფლიო შიმშილის დაძლევაზე“. ხელოვნების მასწავლებელმა ლიანა კორძაძემ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სურათები ამ თემასთან დაკავშირებით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203