ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ზეინაბ შერგელაშვილი მოსწავლეებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ესაუბრა
21-10-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ზეინაბ შერგელაშვილი მოსწავლეებს, სასკოლო პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ესაუბრა.
პროექტის „რა განძი გვქონია“ ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიგეს როგორ დაიცვან და შეინარჩუნონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„2021 წლის 20 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ზეინაბ შერგელაშვილმა შეხვედრა გამართა მოსწავლეებთან სასკოლო პროექტის „რა განძი გვქონია“ ფარგლებში. დამსწრენი გაეცნენ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს და კანონმდებლობას, როგორ უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ არსებული როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ძეგლები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს