მარტვილის N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ლუკა სულავას, ემა ესართიას, ანი ღურწკაიას, ლევან ხარებავას, ანანო ჯოჯუას, ანანო რუხაიას,მარიამ სილაგავას, მარიამ მასხულიას, ზაურ კაპანაძეს, თათია ბართიას, თამთა გულორდავასა და ნიკოლოზ ბაღიაშვილს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: