თხილნარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ დარეჯან ფუტკარაძეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
21-10-2021
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი დარეჯან ფუტკარაძე წარმატებული მასწავლებლის სიგელით დაჯილდოვდა.

პედაგოგს მადლობის სიგელი მასწვლებელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს გადაეცა. ჯილდო დარეჯან ფუტკარაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანია პედაგოგთა დამსახურების წარმოჩენა.

დაჯილდოების ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში შედგა და რეგიონის მასშტაბით 65 პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203