გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები გადაეცათ
21-10-2021
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - შუქური ჯანჯღავას, თეონა ბაღიშვილს, ლიკა წულაიას, ბექა კორთხონჯიას, გიორგი ბაღიშვილს, ბაჩო ბჟალავას, ომარ წულაიას, ანანო ბაღიშვილს, ცოტნე წულაიას და ნოდარი წულაიას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203