თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თინათინ გაბუნია და ანა კვაშილავა „ეტალონმა“ დააჯილდოვა
21-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თინათინ გაბუნია და ანა კვაშილავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.