ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
21-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ელენე ქაჯაიას, გიორგი ბერიშვილს, ანასტასია წოწორიას, რევაზ ჩაგუნავას, საბა გუგუნავას, ხატია ნადარაიას, ლუკა ჯიჯავას, მარიამ ხუხუას, ნინო ხუხუას, საბა ხვიჩიასა და გვანცა ოკუჯავას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203